მაჭავარიანი: დიდი ალბათობით აპრილის ბოლოსთვის კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები იქნება შემცირებული, თუმცა ასევე ვვარაუდობთ, რომ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები დაიწევს
ძალიან დიდი ალბათობით ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები იქნება შემცირებული, თუმცა ასევე ვვარაუდობთ, რომ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტულ მიმართულებებზე ფასები დაიწევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფასების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, პარლამენტის კომისიის მუშაობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი სამუშაო პროცესს.
„იქნება ძალიან ინკლუზიური პროცესი, ბიზნესი იქნება ჩართული თავიდან ბოლომდე. ბიზნესი არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მონაპოვარი. ჩვენ არ ვაპირებთ ბიზნესში ჩავერიოთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესმა, პარლამენტმა, მთავრობამ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა. ვხედავთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცირება, ეს ეხება როგორც სასურსათო პროდუქციას, ასევე საწვავს, მედიკამენტებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1794656735
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი
გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური...
1794654491
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას
1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხვეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ...
1794652194
ახალი ამბებილევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გა...
1794650718
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერ...
1794649001
ახალი ამბები15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი...































