მაჭავარიანი: ეკლესიაზე თავდასხმები არ ჩერდება, ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და გარედან დაფინანსებული. სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მავნებლობს - დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ

თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და სხვათა შორის, გარედან დაფინანსებული. ჯერ კიდევ წლების დაიწყო წინ საპატრიარქოზე სერიოზული თავდასხმები ჩვენს უწმინდესზე, დისკრედიტაციის კამპანიები, რომლებსაც ეს რადიკალური ჯგუფები და მდიდარი „ენჯეოები“ ეწეოდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ეს კამპანიებისთვის გადახდილი მილიონები სრულიად უშედეგო აღმოჩნდა.

„ეს ყველაფერი არის დაფინანსებული, ვინაიდან ფსევდოლიბერალური მემარცხენე დღის წესრიგი არ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი პატივს უნდა სცემდეს სარწმუნოებას, ოჯახს, თავის სამშობლოს. შესაბამისად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში ეს იდეოლოგია ამ მიმართულებებს ებრძოდა. ჩვენთან ყველამ კარგად იცოდა, თუ რამხელა ავტორიტეტი ჰქონდა პატრიარქს და შესაბამისად, ძალიან დიდი ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ რამენაირად მისი დისკრედიტაცია მომხდარიყო. როცა ჩვენი უწმინდეს გარდაიცვალა, შიდა რადიკალებმაც და ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმაც დაინახეს, რომ ის ასობით მილიონი ჰაერში იყო გადაყრილი და აბსოლუტურად ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ყველამ კარგად დაინახა, როგორი ერთსულოვანია ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას, ჩვენს სარწმუნოებას და მით უმეტეს, ჩვენს პატრიარქს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან ასევე შეაფასა მიხეილ სააკაშვილი მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შესახებ დღეს გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტი.

„კონკრეტულად სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მაინც მავნებლობს. ჯერ რაღაცებს ავრცელებს, რომ თითქოს, უწმინდესის მეგობარი იყო. კარგად გვახსოვს მისი სამარცხვინო საქციელი, თუ არ ვცდები, მახათას მთაზე, სადაც იმყოფებოდა აბსოლუტურად არაფხიზელი. ყველას ახსოვს ის კადრები, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა და იქ კარგად გამოჩნდა „როგორც პატივს სცემდა“ ის ჩვენს უწმინდესს. ახლა ავრცელებს რაღაც დეზინფორმაციას,რომ თითქოს, პუტინთან შეხვედრაზე სააკაშვილის მიმართ იყო რაღაც განცხადებები. აბსოლუტური დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ, მავნებლობა.

თუ კიდევ არიან დარჩენილები საქართველოში ჩვენი მოქალაქეები, ვისაც სააკაშვილის მიმდევრებად ვთვლით, მათი რიცხვი კიდევ და კიდევ მცირდება. რა ერთობაც ჩვენ ვნახეთ უწმინდესის გარდაცვალების დროს, იქ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით ვერავინ გამოიყოფა და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გლოვობდა გულწრფელად. გლოვობდა ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა და რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმდევრები არიან და ახლა მის ასეთ სამარცხვინო საქციელებს რომ ხედავენ, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანებიც შემოეცლება მას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775311449

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ვიზიტზე აშშ-ში: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“

უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნებ...

ლევან მაჭავარიანი

1775309726

საზოგადოება

გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგ...

გიორგი გაბუნია

1775306217

მსოფლიო

სომხეთის მმართველმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

სომხეთის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ყრილობაზე ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ინფორმაციას სომხური მედია ა...

ნიკოლ ფაშინიანი

1775306147

საზოგადოება

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა

1775305307

საზოგადოება

მეუფე იაკობი: უწმინდესმა ძლიერი სინოდი დაგვიტოვა, იქნება სამი კანდიდატი და მათგან ერთს ავირჩევთ და საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს

მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს, - ამის შესახებ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, ნე...

 მეუფე იაკობი