პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსმა, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის სახით აღებული 3000 ლარის სანაცვლოდ, ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, წვევამდელ პირზე ისეთი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რამაც ამ უკანასკნელის სამხედრო ვალდებულების 3 წლით გადავადება განაპირობა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775319624

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ

არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცე...

ლევან მაჭავარიანი

1775314684

საზოგადოება

მაჭავარიანი: ეკლესიაზე თავდასხმები არ ჩერდება, ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და გარედან დაფინანსებული. სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მავნებლობს - დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ

თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და სხვათა შორის, გარედან დაფინანსებული. ჯერ კიდევ წლების დაიწყო წინ საპატრიარქოზე სერიოზული თავდასხმები ჩვენს უწმინდესზე...

ლევან მაჭავარიანი

1775312713

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახვონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“

{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვა...

	ლევან მაჭავარიანი

1775311449

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ვიზიტზე აშშ-ში: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“

უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნებ...

ლევან მაჭავარიანი

1775309726

საზოგადოება

გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგ...

გიორგი გაბუნია