მაჭავარიანი: რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ყველა განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, ჩამოაყალიბა ეფექტიანობის დეპარტამენტი, გააძლიერა აუდიტის სამსახური
უნდა დააკვირდნენ, როგორ ვითარდება მოვლენები, რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველა განკარგულება იმ დღიდან არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, მან ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, გააძლიერა აუდიტის სამსახური, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძის პრემიერობის ორწლიან პერიოდზე საუბრისას.
მისვე თქმით, ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პატრიოტი, კეთილსინდისიერი ადამიანი, მიზანდასახული პროფესიონალი.
„მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრულად შეიცვალა, შემიძლია ყველაზე ცალ-ცალკე ვისაუბრო, მაკა ბოჭორიშვილზე, პაატა სალიაზე. მაგრამ მაინც გამოვყოფდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ბატონი მდინარაძის კანდიდატურის დამტკიცებას და გეკა გელაძეს - შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს როგორ წყვეტს ახალი მინისტრი. ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკორეალიზატორებთან, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და ასე შემდეგ.
ხშირად გვეკითხებიან, რომ მომავალშიც იგივე არ მოხდება[კორუფცია]? უნდა დააკვირდნენ როგორ ვითარდება მოვლენები, რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი. აბსოლუტურად ყველა განკარგულება იმ დღიდან არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა. მან ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, გააძლიერა აუდიტის სამსახური.
ბატონი კობახიძის პირობებში უპრეცედენტო ამბავი მოხდა - გაციფრულებულია მთელი შესყიდვების პროცესი, სადაც შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანოებს ერთ სივრცეში უწევთ მუშაობა და აბსოლუტურად ყველა გარიგება გამორიცხულია. ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, რომ ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვიწვეს, რაც მძიმეა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ტვირთია, თუმცა, ჩვენ ვერაფერს ვერ მივჩქმალავთ, ინდულგენცია არც მაღალი თანამდებობაა და არც გუნდის ყოფილი ან მოქმედი წევრობა, ყველას მოუწევს კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგება, ვინც კორუფციაში იქნება მხილებულია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1772956641
ახალი ამბები„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1772953151
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...































