ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.
სადღობელაშვილის განცხადებით, პოლიციამ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ალყაში მოაქცია, შენობაში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა. სადღობელაშვილი ჰერჩინსკის მოუწოდებს, სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევიან და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაატარებენ, ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედონ დემოკრატიას.
„მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბ-ნ პაველ ჰერჩინსკის! - ბატონო ელჩო, ეს არის თქვენი საქებარი „ევროპული სტანდარტი“?! მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ინტერესით ვადევნებთ თვალს, რა ხდება დღეს თქვენს მშობლიურ პოლონეთში. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, შენობა ალყაში მოაქცია, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა. ახლა კი ძალიან მარტივი და კონკრეტული კითხვები გვაქვს თქვენთან: ეს არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომლის მაგალითადაც ევროკავშირი მოგვიწოდებს? სპეცრაზმით საკონსტიტუციო სასამართლოში შეჭრა და შენობის ალყაში მოქცევა „ევროპული სტანდარტია“? როდესაც საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად აკრიტიკებთ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობთ, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამ პოლიციურ პროცესებზე რას იტყვით? სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე!“, - წერს სადღობელაშვილი.
1793428445
მსოფლიოჩინეთში პოლონეთის ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა
ჩინეთში პოლონეთის ელჩმა იაკუბ კუმოხმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ის თანამდებობას ტოვებს. „ქვეყანაში განვითარებული მოვლენებ...
1793427073
მსოფლიომედია: პოლონეთის პრეზიდენტი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით,...
1793393439
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს „მოლაპარაკებების გაგრძელება სურს“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების გაგრძელება სურს და აცხადებს, რომ აშშ-ს ამისთვის „დრო აქვს“. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს თეირანთან მოლაპარაკებების შე...
1793392551
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი: კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ევროკავშირი მუშაობენ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვებაში...
1793390959
ახალი ამბები„თუ ყვირილს დაუწყებ, საკუთარ თავში იკეტებიან, ყვირილით შედეგს ვერ მიაღწევ“ - ვილი სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ფრანგულ YouTube არხზე Nouvelle Énergie (დავიდ ლინართან ერთად) გასულ ინტერვიუში ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგიასა და მათთან მუშაობის სპ...




























