არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში.

„ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა. საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. საერთოდ არ იყო აღშფოთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ამ დამნაშავის და „მაოხრებელი გზირის“ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. ამ რეალობას თუ ვინმე დაიჯერებს, დიახ, ასე იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა, როგორც გვასაღებდნენ 2004-2012 წლებში და ამ ადამიანის პარტიების აკრძალვა, თურმე დემოკრატიის უკუსვლაა. ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთებაა, ან მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793428445

მსოფლიო

ჩინეთში პოლონეთის ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა

ჩინეთში პოლონეთის ელჩმა იაკუბ კუმოხმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ის თანამდებობას ტოვებს. „ქვეყანაში განვითარებული მოვლენებ...

ჩინეთში პოლონეთის ელჩი

1793427073

მსოფლიო

მედია: პოლონეთის პრეზიდენტი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით,...

კაროლ ნავროცკი

1793393439

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს „მოლაპარაკებების გაგრძელება სურს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების გაგრძელება სურს და აცხადებს, რომ აშშ-ს ამისთვის „დრო აქვს“. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს თეირანთან მოლაპარაკებების შე...

დონალდ ტრამპი

1793392551

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი: კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ევროკავშირი მუშაობენ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვებაში...

კანადის პრემიერ-მინისტრი

1793390959

ახალი ამბები

„თუ ყვირილს დაუწყებ, საკუთარ თავში იკეტებიან, ყვირილით შედეგს ვერ მიაღწევ“ - ვილი სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ფრანგულ YouTube არხზე Nouvelle Énergie (დავიდ ლინართან ერთად) გასულ ინტერვიუში ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგიასა და მათთან მუშაობის სპ...

ვილი სანიოლი