მაია ბითაძე: დარწმუნებული ვარ, რომ სუსს ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ინსტიტუტს, განსაკუთრებით იმ ამბიციური გეგმების გათვალისწინებით, რომელზედაც მამუკა მდინარაძემ დღეს ისაუბრა

მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით, ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო მამუკა მდინარაძეს თავის ახალ პოზიციაზე, ისევე, როგორც წარმატება მინდა ვუსურვო ანრი ოხანაშვილს სამომავლო საქმიანობაში. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კადრია ჩვენი გუნდისთვის, ორი მნიშვნელოვანი და ძლიერი პროფესიონალი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
„მამუკა მდინარაძე ძალიან კარგად ვიცით როგორი უნარების ადამიანია. გარდა იმისა, რომ ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, არის ძალიან კარგი მენეჯერი და ძალიან ენერგიული ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, ძალიან რთულ სიტუაციებში მართოს ვითარება ძალიან კარგად. მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ინსტიტუტს, განსაკუთრებით იმ ძალიან ამბიციური გეგმების გათვალისწინებით, რომელზედაც მამუკა მდინარაძემ დღეს ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის, გარე ფაქტორების და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს თუ რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს გამართული უსაფრთხოების სისტემა, რაც არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელსაც თვალ-ყური უნდა ვადევნოთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნების პარალელურად“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.
1757007455
სპორტისაქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...
1757006349
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...