მაია ბითაძე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს: პარლამენტი მხატვრული კითხვის საღამო არ არის - შეწყვიტეთ პოპულიზმი და დაიწყეთ მუშაობა
„ვუსმენდი ახალ შემოერთებულ კოლეგებს და მეგონა, მხატვრული კითხვის ან პროზის საღამოზე ვიყავი. წინასწარ მომზადებული აბსტრაქტული ტექსტებით გვესაუბრებოდნენ. ევროინტეგრაციაზე საყვედურს ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად ცხოვრებაში არაფერი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რა გზაც ევროინტეგრაციის მოპოვების და სხვადასხვა წარმატების მიღების კუთხით „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს გვაქვს გაკეთებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მაია ბითაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს მიმართა, ნუ გაიმეორებენ „იმ არასწორ გზას, რაც აქ მყოფმა წინა მოწვევის პარლამენტში არსებულმა ოპოზიციურმა რადიკალებმა გაიარეს, ვინაიდან მათი აბსტრაქცია და ეკრანებთან პოზირება ჰაერში გატყორცნილ არასწორ პოლიტიკად დარჩა“.
„ვუსმენდი ახალ შემოერთებულ კოლეგებს და მეგონა, მხატვრული კითხვის ან პროზის საღამოზე ვიყავი. წინასწარ მომზადებული აბსტრაქტული ტექსტებით გვესაუბრებოდნენ. ევროინტეგრაციაზე საყვედურს ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად ცხოვრებაში არაფერი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რა გზაც ევროინტეგრაციის მოპოვების და სხვადასხვა წარმატების მიღების კუთხით „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს გვაქვს გაკეთებული. ერთ გირჩევთ, კოლეგებო: ნუ გაიმეორებთ იმ არასწორ გზას, რაც აქ მყოფმა წინა მოწვევის პარლამენტში არსებულმა ოპოზიციურმა რადიკალებმა გაიარეს, მათი აბსტრაქცია და ეკრანებთან პოზირება დარჩა ჰაერში გატყორცნილ არასწორ პოლიტიკად. გირჩევთ, პარლამენტში სამუშაოდ თუ შემოხვედით, თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან, როგორიც არის: „ლეგიტიმაცია“, „ღალატი“, „ევროინტეგრაცია“, ევროინტეგრაციის შეჩერებაში „ქართული ოცნების“ დადანაშაულება.
როდესაც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობთ, კარგად გაიხსენეთ და გადმოგვხედეთ ვინ ვსხედვართ აქ. ადამიანები, ვინც მოიტანეს ეს ყველაფერი. როდესაც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობთ, მეტი აქცენტი გააკეთეთ იმ რადიკალებსა და დივერსანტებზე, რომლებიც არყევენ ჩვენს სამშობლოს უკვე მერამდენე წელია. კარდაკარ დადიან და ცდილობენ გააუარესონ ყველა ის მონაპოვარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე მოიტანა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო საკუთარი ოჯახებით იმ მძიმე შეურაცხყოფას და დარტყმებს, რასაც უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ერი ტანს. გეყოთ ქართველი ხალხის ხსენება და ამ სიტყვით სპეკულირება. თუ ქართველი ხალხისთვის რაიმეს გაკეთება გინდათ, თავი შეიკავეთ მხატვრული კითხვის საღამოების გაგრძელებისგან, დაიწყეთ რეალური ქმედებები, მათ შორის, საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა. როდესაც საუბრობთ, რაღაც სასამართლო დამოუკიდებლობაზე, მაშინ მოიყვანეთ არგუმენტი, რატომ არის, რომ სტრასბურგის სასამართლოში მუდმივად იგებს „ქართული ოცნებით“ წარმოდგენილი ჩვენი სამშობლო.
როდესაც იზოლაციაზე საუბრობთ, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის რომ გუშინ ევრონესტში მონაწილეობაზე ჩვენ განვაცხადეთ უარი და მოწვევა იქიდან გვქონდა. მე კვლავ ვიკავებ ენერგეტიკულ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას ევრონესტში. რატომ არის რომ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როდესაც იზოლაციაზე საუბრობთ, ან ლეგიტიმაციაზე? გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ რას ამბობთ, შეწყვიტეთ პოპულიზმის გზა! ამ პოპულიზმის გზამ, იმ ადამიანებს, ვინც აქ ოპოზიციის სახელით ისხდნენ, კარგი არაფერი მოუმატა. როდესაც პროპაგანდაზე საუბრობთ, იქიდან დაიწყეთ, საიდანაც ეს პროპაგანდა დღევანდელ დღემდე მოვიდა, როდესაც მეგობარი მეგობარი გადაკიდეს, ახლობელი ახლობელს, შვილებს მოუწოდებდნენ მშობლების წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ. გეყოთ პროპაგანდისტული გამოსვლები, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ ყოველ კვირა. თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ!“, - აღნიშნა ბითაძემ.
1761671318
საზოგადოებაგიორგი გაბუნია კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გ...
1761669129
საზოგადოებამარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგა...
1761667374
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...


























