მაია ბითაძე: პეტერ ფიშერი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს დიპლომატი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე პეტერ ფიშერის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს, ელჩი კი წუხს მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს AFD-ზე ამყარებს.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, გერმანიის ელჩი საქართველოში ოპოზიციის აქტივისტად გადაიქცა.
„პეტერ ფიშერი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს დიპლომატი. იგი არღვევს არათუ ვენის კონვენციას, იგი ხშირად გვევლინება დეზინფორმაციის გავრცელების პირველწყაროდ. ლამისაა, ფიშერი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად გადაიქცა.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თვითონ ბუნდესტაგში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სვამენ კითხვებს როგორც ელჩის თანამონაწილეობასთან დაკავშირებით და საქართველოში რადიკალურ ოპოზიციასთან მის გარკვეულ შეფარულ ალიანსთან, ასევე ისმის კითხვები გერმანელი ამომრჩევლების და გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი თანხების ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბითაძემ.
1773160285
მსოფლიოევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ამ ომში ჯერჯერობით მ...
1773159482
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ყულევის საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას
პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ პროექტში ყულევის საკითხის არსებობის შესახებ, მოვითხოვეთ წარმოედგინათ ევროპულ მხარეს რა იყო საფუძველი ასეთი ნაბიჯის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მი...
1773157576
საზოგადოებაპროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ინფორმაციას საქარ...
1773157527
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტე...
1773156399
მსოფლიოCNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნ...


























