მაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყისში დადგენილი 4.7 მილიარდი აშშ დოლარის პროგნოზი სრულად რეალიზებად იჩანს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 3.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა -3,637,761,827 აშშ დოლარი შეადგინა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრადიციულად ადგენს პროგნოზებს როგორც კვარტლების, ისე სეზონების მიხედვით. ეს პროგნოზები ეფუძნება გასული წლის მონაცემებს და საერთაშორისო ტენდენციებს, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ისე ტურისტული მოგზაურების და შემოსავლების ჭრილში. კვლევითი კომპანიების პროგნოზები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა, რაც მიუთითებს შეფასებების სიზუსტესა და რეალისტურობაზე.
თუ შევაფასებთ 2019 წლის შემდეგ აღდგენის დინამიკას, საერთაშორისო მოგზაურობების და შემოსავლების თვალსაზრისით, პროგნოზები იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ მიღწეული შედეგები სრულად შეესაბამება მოლოდინებს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, როდესაც დაიხურება წლის მეოთხე კვარტალი, პროგნოზები სრულად გამართლდება“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიისა და სამიზნე ბაზრებზე აქტიური კამპანიების შედეგად, წელს მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს 2019 წლის მონაცემებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის დონეს. ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზეა ორიენტაცია, სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. შესაძლოა, მოგზაურების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყოს, თუმცა თითოეული მათგანი ბევრად მეტ თანხას ხარჯავს საქართველოში,“ - აღნიშნა ომიაძემ.
1761667374
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...
1761659501
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...
1761658092
ახალი ამბებისამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე...


























