მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში

კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული და დღეს საქართველოში ლეგიტიმურად მიღებული კანონები იყოს განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში, მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება ეს კანონები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა თქვეს ბრიუსელში, სადაც ქართულ დელეგაციასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შედგა საუბარი?

„ეს შეხვედრა იყო ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული: მაშინ, როდესაც ევროკავშირი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს, ვალდებულია, რომ დიალოგი წამოიწყოს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მექანიზმი გამოიყენეს. ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირმა ჯერ წესები შეცვალა, რომ მექანიზმის ამოქმედება შესძლებოდა და შემდეგ აამოქმედა ნაწილობრივ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. საუბარი იყო ისეთი, როგორსაც მოველოდით; მთავარი აქცენტი ამ შეხვედრაზე კეთდება პოლიტიკურ კომპონენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ძირითადად ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული, არ იყო მაღალი პოლიტიკური დონის შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა ზოგადად, კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული (თუნდაც ეს უვიზო მიმოსვლა) და დღეს საქართველოში ლეგიტიმურად მიღებული კანონები, სრულიად სამართლიანი კანონები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას სჭირდება, იყოს განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში, მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება და რა არის ასეთი მიუღებელი და შეუთავსებელი ევროკავშირის სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, არ ყოფილა კონკრეტული კანონების მუხლების განხილვა და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულად, თუ რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში. მეორე მხრივ კარგი შესაძლებლობა იყო ის, რომ პირველად ამ ფორმატში, პირველად ბრიუსელში, თუნდაც ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა, რომ ქართული მხარის პოზიცია გაეჟღერებინა. ეს კანონები გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ ამან განაპირობა ამ კანონების მიღება და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ კანონების არსებობა ხელს უშლიდეს ევროკავშირში დიალოგს, გაწევრიანებას, ან ზოგადად ურთიერთობებს. მაშინ ფუნდამენტური კითხვა გვაქვს ჩვენ - ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილურობა, საქართველოს უსაფრთხოება არის ხელისშემშლელი ევროკავშირთან დიალოგის? - ლოგიკა ასე გვკარნახობს და ეს არის ის კითხვა, რომელიც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში უნდა გაჟღერდეს და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს ევროკავშირის მხარესთან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781727707

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის

მთავარი კითხვა არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის? თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1781727625

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე, ან შეზღუდული უფლებებით. არამხოლოდ თურქეთი, ძნელად წარმომიდგენია დასავლეთ ბალკანეთის ბევრი ქვეყანაც

ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე, ან შეზღუდული უფლებებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მა...

მაკა ბოჭორიშვილი

1781722892

მსოფლიო

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ „შეცდომები ხდება“, როდესაც საქმე ეხებოდა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ დღეს ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ...

ტრამპი ტრამპი

1781721087

მსოფლიო

აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი, რომელიც ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TIME-ი ავრცელებ...

 ირანი და აშშ

1781720999

მსოფლიო

დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის მმართველებს, ირანთან კონფლიქტისას გამოჩენილი ნეიტრალიტეტის გამო, მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ორ მსოფლიო ლიდერზე და მათ კონფლიქტის მიმდინარეობისას „სრული ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის...

დონალდ ტრამპი