მაკა ბოჭორიშვილი: არასდროს გვითქვამს, საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „საქართველომ განაცხადა ხმამაღლა, რომ მზად არის დიალოგისთვის. ამ დღეებში განსაკუთრებული სიხშირით კეთდება ეს განცხადება და გარკვეულწილად დათმობებზეც იყო თითქოს საუბარი. ყოველ შემთხვევაში, თქვენმა ოპონენტებმა თარგმნეს ასე, თბილისი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოღონდაც ეს დიალოგი აღდგეს, საქართველო წავა დათმობებზე. ასე?“
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება.
„არა, ვერ დაგეთანხმებით ამაში. აქა ახალი არაფერია. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თქვენთან საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან. ასეთი იყო გზავნილი მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მათთან არ გაგვიჩერებია და არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები. მითუმეტეს, ბრიუსელთან არასდროს გვითქვამს, რომ არ დაგელაპარაკებით, ვწყვეტთ დიალოგს. არა, პირიქით, ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს, რომ ერთგულები ვართ იმ შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს ხელმოწერილი. ეს არის ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმებას თავისი ჩარჩო აქვს დიალოგის და პირიქით, ეს არის ევროკავშირის მხარე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებას ზუსტად იმით, რომ დიალოგი აქვს შეჩერებული საქართველოსთან. უბრალოდ, ბოლო პერიოდში რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ფორმატში დაგვეფიქსირებინა ის, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ დიალოგისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
1781727707
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის
მთავარი კითხვა არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის? თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევრ...
1781727625
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე, ან შეზღუდული უფლებებით. არამხოლოდ თურქეთი, ძნელად წარმომიდგენია დასავლეთ ბალკანეთის ბევრი ქვეყანაც
ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე, ან შეზღუდული უფლებებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მა...
1781722892
მსოფლიოCNN: ტრამპი აცხადებს, რომ ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ „შეცდომები ხდება“, როდესაც საქმე ეხებოდა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ დღეს ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ...
1781721087
მსოფლიოაშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი, რომელიც ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TIME-ი ავრცელებ...
1781720999
მსოფლიოდონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის მმართველებს, ირანთან კონფლიქტისას გამოჩენილი ნეიტრალიტეტის გამო, მადლობას უხდის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ორ მსოფლიო ლიდერზე და მათ კონფლიქტის მიმდინარეობისას „სრული ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის...



























