მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო და არის თანმიმდევრული, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ნორმების შესრულებას, უკრაინის მხარდაჭერას. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან ამ პოზიციის დაფიქსირებისგან

საქართველოს ყოველთვის იყო და არის თანმიმდევრული მაშინ, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ნორმების შესრულებას, უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან ამ პოზიციის დაფიქსირებისგან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ჰააგაში, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პლატფორმას საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საკუთარი პრობლემის შეხსენებისთვისაც იყენებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე და ნორმებზე, ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენთვის პლატფორმა, სადაც ჩვენი პრობლემის შესახებ უნდა შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას. უნდა ვისაუბროთ ჩვენი გამოწვევის შესახებ, საქართველოს სამართლებრივი გზებით ეძებს სამართალს, ცდილობს, დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთა უფლებებიც დარღვეულია ოკუპაციის შედეგად. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მომხრეები ვართ”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მიწვევით იმყოფება, სადაც მაღალი რანგის დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საქართველომ უკრაინის მიმართ მორიგი მხარდაჭერა დაადასტურა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765913318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა

„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1765913278

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...

ირაკლი კობახიძე

1765912600

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...

ირაკლი კობახიძე

1765912567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...

ირაკლი კობახიძე

1765912364

საზოგადოება

პრემიერი: აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას

„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამ...

ირაკლი კობახიძე