მაკა ბოჭორიშვილი: უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე. ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად

საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი კონფერენციის ფარგლებში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.

„შესაძლებლობა მქონდა არაერთ კოლეგას გავსაუბრებოდი, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იცით, რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა, უსაფრთხოების გამოწვევის თვალსაზრისით.

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე. ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილი 13 თებერვალს პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771051654

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვას მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

დაკავებადაკავება

1771050829

მსოფლიო

ზელენსკი: თუ ტრამპი პუტინს ორი-სამი თვით ომის შეწყვეტისკენ უბიძგებს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ

უკრაინა არჩევნების ჩატარებას შეძლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და ორი-სამი თვით ომს შეაჩერებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-თან...

ტრამპი და ზელენსკი

1771050691

სპორტი

ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულ...

ნიკა ეგაძე

1771048927

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 თებერვალს საქართველოში

14 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს...

ამინდი

1771015838

მსოფლიო

ზელენსკი: პრეზიდენტი ტრამპი პუტინისგან ცეცხლის ორი, სამი თვით შეწყვეტის პირობას თუ მომცემს, არჩევნებს ჩავატარებთ

ამერიკული ზეწოლა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის დასრულების გასაღებია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პოლიტიკოს“ ჟურნალისტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განუ...

ზელენსკი