ლევან მაჭავარიანი: რადიკალების ლოგიკით, ორბანი „პუტინის კაცია“, ტრამპიც „პუტინის კაცი“ გამოდის და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი მართავს ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოს - მაშინ, რანაირად უნდა მოეგო უკრაინას ომი რუსეთისთვის, ლოგიკური დისონანსია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისადმი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანი. იგი რადიკალების იმ ლოგიკაზე წერს, რომლის მიხედვითაც, ორბანი პუტინის კაცია და სვამს რიტორიკულ კითხვას, რომ რადიკალების ლოგიკის განვითარებით ტრამპიც პუტინის კაცი გამოდის.
„რადიკალების ლოგიკით, ბატონი ორბანი „პუტინის კაცია“. ამ ლოგიკას თუ განვავითარებთ ბატონი ტრამპიც „პუტინის კაცი“ გამოდის და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი მართავს, ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოს. მაშინ, რანაირად უნდა მოეგო უკრაინას ომი რუსეთისთვის, სერიოზული ლოგიკური დისონანსია.
უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ", - წერს მაჭავარიანი.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „მე ამაყი ვიყავი, როდესაც 2022 წელს მხარი დავუჭირე ვიქტორ ორბანის ხელახალ არჩევას და ჩემთვის პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ“.
1771052216
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დ...
1771051654
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვას მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1771050829
მსოფლიოზელენსკი: თუ ტრამპი პუტინს ორი-სამი თვით ომის შეწყვეტისკენ უბიძგებს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ
უკრაინა არჩევნების ჩატარებას შეძლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და ორი-სამი თვით ომს შეაჩერებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-თან...
1771050691
სპორტინიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულ...
1771048927
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 თებერვალს საქართველოში
14 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს...



























