მამუკა მდინარაძე ტრამპის მიერ აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ

 „დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს, თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ.

მდინარაძის განცხადებით, 10 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საქართველო აშშ-ს კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას დაასწრებდა, ამის გამო, დასცინებდნენ, თუმცა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მისივე თქმით, მომავალში კიდევ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-სა და ევროპაში, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო.

„თუ შენ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იდენტიფიცირება გაადვილდეს. ეს არის საფუძველი საქართველოშიც, აშშ-შიც უკვე იმისა, რომ ნიღბების ტარება აიკრძალა აქციების დროს. ისე, სხვა ადგილას და სხვა დროს, ნიღბის ტარებას არავინ არავის უკრძალავს.

თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთი წლით, ორი წლით, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იმავეს ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში. 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით - მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ.

ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749488450

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა

 „გვინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის...

მამუკა მდინარაძე

1749487190

მსოფლიო

მარკო რუბიო: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი

 უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „უცხოური დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზ...

მარკო რუბიო

1749485383

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი

 „კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია. ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომელსაც სინდისის ძალიან მცირე ნაწილი მაინც შერჩენიათ, ისინი იძულებული არიან, დღეს თ...

სოზარ სუბარი

1749485108

ახალი ამბები

საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა. ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართ...

საქართველოს კულტურის სამინისტრო

1749484306

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა

 პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა. იუსტიც...

პაატა სალია