მამუკა მდინარაძე: როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რომ ჰკითხოთ და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ტიტუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის ეს?

როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რომ ჰკითხოთ და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ტიტუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის ეს? - კი! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გახარიას დონის მოღალატესაც კი, კვერცხი არ უნდა ესროლო და შეიძლება სხვა ფორმით სჯობდეს პროტესტის გამოხატვა.

„ე.ი. როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რომ ჰკითხოთ და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ტიტუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის ეს? - კი! მეტმაგი სტანდარტია აქ, რბილად რომ ვთქვათ. ახლა მე რომ გითხრათ, რომ გადასარევი და მისაღები ფორმააო, დამიჯერებთ?! რა თქმა უნდა, ეს მისაღები ფორმა ნამდვილად არ არის. მანამდე 2 ახალგაზრდა თუ სამი ახალგაზრდა, არ ვიცი, რამდენი ხმა ისმოდა ვიდეოში, გოგონა რომ რაღაცას ეუბნება, ის გასაგებია, მაგრამ შემდეგ რაღაცა საგნების სროლა შეიძლება არ იყოს მოსაღები ნამდვილად და არ არის მისაღები. თუმცა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირის, თუ რომელიმე მომხრის თუ წარმომადგენლის მისამართით მისაღები ფორმაა, გახარიას წინააღმდეგ, რომელიც რეალურად, დადასტურებულად მოღალატეა ნამდვილად და არა მათი ინტერპრეტაციით, არ არის მისაღები. მე ვამბობ, რომ აი, ასეთი დონის მოღალატესაც კი კვერცხი არ უნდა ესროლო, უბრალოდ ფორმა არ არის გადასარევი და შეიძლება სხვა ფორმით სჯობდეს გამოხატვა შენი პროტესტის. ჩამოყალიბდნენ, მისაღები რა არის და რა - მიუღებელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არავის აინტერესებს გახარიას დამცირება, რადგან ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით. „მეტს ვეღარ დაამცირებ, გახარიას უფრო დამცირება ჩემი აზრით შეუძლებელია და ამიტომ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც მის მიმართაც გამოხატავენ პროტესტს, რომ ამ ფორმით ნუ გამოხატავენ იმიტომ, რომ ისინი მერე გამოდიან რაღაც წამებულების როლში“, - განაცხადა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740077617

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია

პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

1740074618

ახალი ამბები

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...

მოფარიკავე

1740071015

მსოფლიო

ილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას

სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...

ილონ მასკი

1740067630

ახალი ამბები

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...

 მოძრაობა აკრძალულია

1740066864

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს

„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...

ლევან მაჭავარიანი