მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს BBC-ი - ეს აჩვენებს, რომ იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, გვარამიას პარტიის წევრის, თეიმურაზ პაპასკირის განცხადება შეაფასა, რომლის ინფორმაციითაც, BBC-ი არ აპირებს „ქართული ოცნების“ საჩივრის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.
ლაშხის თქმით, პაპასკირის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი. თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, თუ რას აპირებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს BBC-ი. ეს გეგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით, რომელიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა. თეიმურაზ პაპასკირმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ საჩივრის დაკმაყოფილებას არ გეგმავს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.
1768831962
საზოგადოებამეუფე იაკობი: მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს
„მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს“, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მეუფემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მ...
1768830316
საზოგადოებაქეთევან ტურიაშვილი: შეიწყალებს თუ არა ყაველაშვილი? ტვ პირველი? ყაველაშვილი კი არა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს სინდისის პატიმრები! პრეზიდენტი ხომ ეგ არის!
არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის სპეკულაციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ის აცხადებს, „სინდისის პატიმრები...
1768828344
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ესპანეთში მომხდარ ტრაგიკულ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპან...
1768826939
საზოგადოებაკახა კალაძე - „სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირ...
1768825508
ახალი ამბებივოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე - რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ გადარჩენის პერსპექტივა არ აქვს?
„რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის?“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სუვერენიტეტის დათმობის საკითხთან დაკავშირებით მაია სანდუ...



























