მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საპარლამენტო ქსელის მიწვევით, მარიამ ლაშხმა ტაილანდის ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პოლიტიკის ოფისის გენერალურ დირექტორის მოადგილესთან, ნადჰავუდ დამასირისთან, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ტაილანდის ფისკალური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურბანული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არაფორმალური დასახლებების რეგულარიზაციასა და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ასევე ტაილანდური კომერციული ბანკის (Thai Credit Bank) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რომლის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ პოლიტიკასა და საერთაშორისო პარტნიორობას.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, შუა დერეფანი, ახალგაზრდა ეკონომიკა, მოქნილი სახელმწიფო და ძლიერი ადამიანური რესურსი. სწორი პოლიტიკა და სწორი პარტნიორები ამ პოტენციალს რეალობად აქცევს. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ურთიერთობები კოლეგა პარლამენტარებთან ევროპარლამენტიდან, ასევე იტალიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურისა და მონღოლეთის პარლამენტების წევრებთან“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ტაილანდში ვიზიტი „Parliamentarians in the Field Programme“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპარლამენტო ქსელის ინიციატივაა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს განვითარების პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782453166

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი 26 ივნისს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. ვრცელ დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველომ 2025 წელს გადაჭრა და გამოწვევა, რომელ...

ირაკლი კობახიძე

1782451039

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია

საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაც...

გიორგი ვოლსკი

1782449638

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ივნისს საქართველოში

26 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მ...

ააა

1782419729

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებს, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას განცხადებით გამოეხმაურა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

საქართველოს საგარეო უწყება

1782418091

ახალი ამბები

მაია ბითაძე ოპოზიციაზე: დაკავებულები არიან ერთმანეთის ლანძღვით და საქართველოსთვის ძირის გამოთხრით

დაკავებულები არიან ერთმანეთის ლანძღვით და საქართველოსთვის ძირის გამოთხრით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ოპოზიციაზე საუ...

მაია ბითაძე