მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა მილან პროფანტს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. მხარეებმა დარგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის კომპონენტს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ემატება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, გრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებაც, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

მილან პროფანტი სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი ოტორინოლარინგოლოგი და მეცნიერია. სწორედ მისი და მისი გუნდის დამსახურებით მოხდა სლოვაკეთში კოხლეარული იმპლანტაციის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დარგის განვითარებასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782455788

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მ...

დაკავებადაკავება

1782454650

მსოფლიო

რუსეთმა სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის იმპორტი აკრძალა

რუსეთის „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთის ყველა საწარმოდან თევზის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ ორ სომხურ თევზეულის საწარმოს სერტიფიკატი შეუჩერა. ოფ...

თევზის იმპორტი

1782453748

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა. მსოფლიო ბანკის ჯგუფისა...

მარიამ ლაშხ

1782453166

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი 26 ივნისს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. ვრცელ დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველომ 2025 წელს გადაჭრა და გამოწვევა, რომელ...

ირაკლი კობახიძე

1782451039

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია

საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაც...

გიორგი ვოლსკი