მარიამ ქვრივიშვილი: ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს საქართველოს საავიაციო სექტორის გაძლიერებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ავიაციის ინდუსტრიას, სამოქალაქო ავიაციას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ დღეს ამაყები ვართ, რადგან ერთად ვუყურებთ ავიაციის ინდუსტრიის, სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას. ეს კი ერთობლივი ძალისხმევით, სწორი სტრატეგიით, ხედვით, სამოქმედო გეგმით და მისი ერთობლივი აღსრულებით შევძელით. ჩვენი თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორების ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში პირველად, დღესდღეობით 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით 70-ზე მეტი საერთაშორისი ავიაკომპანია ოპერირებს, რაც დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიის შედეგია და უკვე ასახულია მგზავრთნაკადის და პირდაპირი ფრენების მონაცემებში, მათ შორის ევროპის მიმართულებებით. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებული 120-ზე მეტი მიმართულებიდან, დაახლოებით, 37% მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ევროპის მიმართულებით სრულდება.

„ევროპის ქვეყნები გამორჩეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, უშუალოდ ტურიზმის, ისევე როგორც პირდაპირი რეისების მოზიდვის კუთხით. სწორედ ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის ხელშესახები შედეგი. ერთად შევძელით და გასული წლის ბოლოს საქართველოში შემოვიყვანეთ ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“. ამით ქვეყანას შევმატეთ ახალი, მდგრადი, სტაბილურად და საკმაოდ სწრაფად მზარდი პირდაპირი მიმართულებები, რომლებიც აგენერირებს დამატებით მსყიდველუნარიან ტურისტულ ნაკადებს. ეს შემდგომში, პირდაპირპროპორციულად ისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში - როგორც აეროპორტში, ისე აეროპორტს გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზრდის ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა დაფუძნებულია სწორ მარკეტინგულ კამპანიებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეს კომპლექსურად ჩატარებული სამუშაო 2024 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებულ 4,4 მილიარდ აშშ დოლარის რეკორდულ შემოსავალში აისახა.

„მიმდინარე წელი ასევე განსაკუთრებით წარმატებულია - რეკორდულია შემოსავლები ტურიზმიდან, ასევე რეკორდულია ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა. 2025 წელს მგზავრთნაკადის მონაცემებმა უკვე რეკორდულ 5,6 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ტრანსპორტის სექტორის განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის, ავიაციის სექტორის, TAV Airports-ისა და Groupe ADP-ის წარმომადგენლებმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757597988

საზოგადოება

უსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...

ცესკოს თავმჯდომარე

1757596447

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1757596365

ახალი ამბები

სუსმა მურთაზ ზოდელავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებისა...

 მურთაზ ზოდელავა

1757595961

ახალი ამბები

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილ, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსი...

ჯუანშერ ბურჭულაძე

1757594337

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დააკავა. ლევან ხაბეიშვილი სუსმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა. „კერძოდ...

ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი