მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.

„მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საკითხზეც.

„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, - დასძინა ეკონომიკის მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794082680

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტს დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth...

დონალდ ტრამპი

1794079367

მსოფლიო

კრაკოვში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 დაშავებული კი  კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს. მალოპოლსკის საევოვოდოს გუბერნატორის იან კლეჩ...

კრაკოვში სროლის შედეგად

1794077884

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა 7 ნოემბერზე: მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც „იმედი“ იცავს

მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც იცავს „იმედი“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „ღია ეთერი“ 2007 წლის 7 ნოემბრ...

კინორეჟისორი

1794075568

მსოფლიო

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით...

 საპროტესტო აქციები

1794074400

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს

2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...

გოგა ხაინდრავა