მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც გულისხმობს მათ შორის ტურიზმის, ისევე როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცახდებით, ყაზახეთი საქართველოსთვის გამორჩეულად მზარდი ტურისტული ქვეყანაა, საიდანაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადი. ამასთან, ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

„მზარდი პირდაპირი ფრენების კვალდაკვალ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადი, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის სექტორზე და ხელს უწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებას“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782746486

საზოგადოება

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურს ჯილდო ორმხრივი...

ირაკლი კობახიძე

1782746011

საზოგადოება

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს: სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში, გაფართოებული ფორმატ...

ირაკლი კობახიძე

1782745360

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრო...

 პრემიერ-მინისტრი

1782744159

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა განიხილეს დ...

ირაკლი კობახიძე

1782743159

საზოგადოება

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრო...

პრემიერ-მინისტრი