სულხან თამაზაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782827916

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ: ნამდვილი „ნაცობა“ - ფასიანი გახდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე რეფორმებს ეხმიანება. რეფორმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ისაუბრა, რომელმაც...

ცოტნე ანანიძე

1782827659

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. პლენარული სხდომა კასპში მიმდინარეობს. 67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალ...

ლევან მაჭავარიანი

1782827569

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრების. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ

ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან ა...

ირაკლი ჭეიშვილი

1782826898

საზოგადოება

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით,...

თამარ ლორთქიფანიძე

1782825846

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში

მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა, - ეკატერინა ივანიშვილის წერილს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ეკა კუპატაძე აღნიშნავს, გიგა ავალიანის საქმეში უხვადაა პირდაპ...

ეკა კუპატაძე