პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსები და ამავდროულად ბრალდებები წაუყენა უკრაინას, რომ ის სულ უფრო ხშირად „სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს“.
პოლონეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მმართველი პარტიების პოლიტიკოსები იმის გამო, რომ ისინი, მისი თქმით, ჯერ დასცინიან მის განზრახვას - გააუმჯობესოს ურთიერთობები აშშ-თან პოლონეთის უსაფრთხოების მიზნით, ხოლო შემდეგ „ერთმანეთს ეჯიბრებიან „ფორტ ტრამპის“ მშენებლობაში პირველობისთვის“. შემდგომ მან მსგავსი ანალოგია გაავლო უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზეც.
„როდესაც ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება პოლონეთის სახელმწიფო ინტერესებს უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს, სცენარი მეორდება. სკანდალურად ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან საკუთარი სახელმწიფოს პრეზიდენტსა და იმ სახელმწიფოს პრეზიდენტს შორის, რომელიც პატივს მიაგებს გენოციდის ჩამდენებს, რომლებმაც პოლონელები დახოცეს. და კვლავ, რამდენიმე დღის შემდეგ, [ზოგიერთი] პოლიტიკოსი თითქოს მწიფდება და საკუთარი შეცდომის გააზრებას იწყებს“, - დაწერა ნავროცკიმ.
1782830783
ახალი ამბებიზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს
თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური აცხადებს, რომ გერმანიის ახალი ელჩისგან კონსტრუქციულ მიდგომას ელოდება. მისი თქმით, პეტერ ფიშერი სცდებოდა დიპლომატიურ მანდა...
1782829008
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაცმოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?!
როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! - განაც...
1782827916
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ: ნამდვილი „ნაცობა“ - ფასიანი გახდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე რეფორმებს ეხმიანება. რეფორმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ისაუბრა, რომელმაც...
1782827659
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. პლენარული სხდომა კასპში მიმდინარეობს. 67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალ...
1782827569
საზოგადოებაირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრების. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ
ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან ა...

























