მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაციას სესი ავრცელებს.
„აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს; ასევე, მიმართავს ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან და ცხოველების სიყვარული გამოხატონ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, რადგან ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ ტესტირებას..
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად და შემდგომ მათი გარემოში დაბრუნება.
დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2000-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
1757597988
საზოგადოებაუსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...
1757596447
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1757596365
ახალი ამბებისუსმა მურთაზ ზოდელავა დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებისა...
1757595961
ახალი ამბებისუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა
სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილ, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსი...
1757594337
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დააკავა. ლევან ხაბეიშვილი სუსმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა. „კერძოდ...