მეუფე შიო პატრიარქზე: ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
მან უწმინდესს 93 წლის შესრულება მიულოცა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
„მინდა თქვენთან ერთად შვილობრივი სიყვარულით გულითადად მივულოცო მას დაბადების დღე. სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი. შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა ჩვენ განსაკუთრებული სიხარულითა და მადლიერებით გვავსებს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი.
მისი მამათ მთავრული მსახურება შეიძლება ითქვას, ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ, ძვირფასო მეუფეო, მამებო, ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1767539967
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...
1767537872
ახალი ამბებისროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი
მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...
1767535834
მსოფლიოThe New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Tim...
1767534447
საზოგადოებასანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...
1767530464
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...



























