მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
ქვეყნიდან გააძევეს: ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის, იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთის და კენიის - ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1754375868
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს დაკავშირებადობასა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე გააკეთებს
გაეროს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით,...
1754375774
საზოგადოებაპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრები...
1754374779
საზოგადოებაგივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა
„მართლაც საამაყოა, რომ 249 ახალგაზრდა კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენით ცოდნის გაღრმავებას ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ჩინეთი...
1754373506
საზოგადოებაირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5 აგვისტოს, დაგეგმილია საქართველოს მთა...
1754373466
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ რეგიონებში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ რეგიონებში ტემპერატურა 35- 40 გრადუსს მიაღწევს, დასავლეთ საქართველოში 30- 35 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, უახლოეს დღეებში 39 გრადუსი შენარ...