მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს დაკავშირებადობასა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე გააკეთებს

გაეროს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში.
„სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტულ-ლოგისტიკური როლი. მათ შორისაა როგორც მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის პროექტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში, ისევე, როგორც დაკავშირებადობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1754378790
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამ ფაქტზე, სამ...
1754377706
საზოგადოებაწილოსანი: ლიეტუვას მთავრობა, რომელმაც უსამართლოდ დაასანქცირა ქართველი პოლიტიკოსები, თუ საჯარო მოხელეები, ასეთივე უსამართლო იყო საკუთარი ქვეყნის შიგნით პოლიტიკის წარმოებაში
ლიეტუვას მთავრობა, რომელმაც უსამართლოდ დაასანქცირა ქართველი პოლიტიკოსები, თუ საჯარო მოხელეები, ასეთივე უსამართლო იყო საკუთარი ქვეყნის შიგნით პოლიტიკის წარმოებაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპ...
1754376277
საზოგადოებაირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერა...
1754376099
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია
გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარ...
1754375914
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უ...