გივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა

„მართლაც საამაყოა, რომ 249 ახალგაზრდა კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენით ცოდნის გაღრმავებას ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
სახელმწიფოს მხრიდან მომავალ თაობაში, მათ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია აუცილებლად სიკეთითა და ქვეყნის წინსვლით დაუბრუნდება ჩვენს საზოგადოებას”, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატთა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
გივი მიქანაძემ სტიპენდიატებს მიღწეული წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს, რომელიც ყოველთვიურად დამატებით მიიღებს მინისტრის სახელობით სტიპენდიას, შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
სტიპენდიატთა მიღებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, პარტნიორი ქვეყნების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 წლის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების საუკეთესო შედეგის მქონე სტიპენდიატს ვალერი არავიაშვილს,
რომელიც სწავლას დიდ ბრიტანეთში, King’s College London-ში, ფსიქოთერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსა 249 ახალგაზრდას, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.
დაფინანსება გაიცა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთკვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum და სხვა.
1754376277
საზოგადოებაირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერა...
1754376099
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია
გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარ...
1754375914
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უ...
1754375868
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს დაკავშირებადობასა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე გააკეთებს
გაეროს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით,...
1754375774
საზოგადოებაპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრები...