გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევი ხელმძღვანელობს.

მინისტრმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით უკვე არსებული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა.

მხარეებმა ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების საკითხს.

აღინიშნა, რომ ანაკლიის ბანაკში აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჩამოყვანა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, ახალგაზრდული კავშირების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების სრული მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსმა რამილ ჯაბაროვმა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა კამალ ხალილოვმა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754385195

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს

ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარ...

პაპუაშვილი

1754385164

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე თითქოს მზია ამაღლობელს ციხეში შეურაცხყოფა მიაყენეს: მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა

„ისე გამოგყავთ მედიას და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ახლა ვუსმენდი იტალიის პარლამენტ...

შალვა პაპუაშვილი

1754385116

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1754383042

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია

ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილი

1754383014

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე

ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე , - განაცხადა საქართველო...

შალვა პაპუაშვილი