მიხეილ სააკაშვილი: ახალი შეკრეჭილი ვარ, პარიკმახერი ჩემთან ერთ დღეში შემოუშვეს, ექიმებს კი, ხუთი კვირაა, არ უშვებენ - მე არ ვარ ვიღაც
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მის პროცესს დაესწრო, სადაც მან სიტყვის უფლებით ისარგებლა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, იგი ითხოვს, რომ მასთან პირადი ექიმი დაუშვან, რომელიც ნიუ-იორკიდან 5 კვირაა ჩამოსულია.
„თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინ წინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი.
გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა.
ხუთი კვირაა, ნიუ იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველდღე განცხადებებს, რომ შემოუშვან ჩემთან.
პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში.
- ივანიშვილის ბრძანებით, უკვე ხუთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როცა მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე;
- მაქვს, სერიოზული პრობლემები, ცხოვრებაში პირველად, ჰიპერტონიასთან დაკავშირებული;
მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესები, მდგომარეობა ყოველდღე უარესდება… მე არ ვარ ვიღაც.
ოთხი თვეა, ვიმყოფები პატიმრობაში. ველოდი თუ არა ამ სცენარს – ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი.
ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით სამი დღის წინ.
უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს.
ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პროცესი დატოვა.
სხვა სიახლეები:
🔵 სურსათის სააგენტომ თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...



























