მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე

ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს.

მისი თქმით, ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით.

„ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.

ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ "Потерявши голову по волосам не плачут".

ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც "პრეზიდენტი" დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო.

ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების. არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777572329

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განა...

ააა

1777560264

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდ შედეგებს მიაღწია

საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით. მიხეილ დუნდუას თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქ...

მიხეილ დუნდუა

1777559245

საზოგადოება

კალასი: დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი

„დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლ...

კაია კალასი

1777558564

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას

წარმოუდგენელი რამ გვესმის, რომ თითქოს, ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონიათ პრობლემები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამო...

პოლიტიკოსი

1777557487

ახალი ამბები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ვაქვეყნებთ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ილია მეორის კარნახით მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს“

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ან...

საპატრიარქო საპატრიარქო