"მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ - "ხალხის ძალაში" არ მგონია, ხალხი რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა"

"მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მაგრამ არ მგონია, „ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“.
განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.
„მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ.
ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა.
დიახ, რა თქმა უნდა ამას ცდილობენ. მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა.
ალბათ, ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ყველას ერთად აშინებენ. იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, ალბათ. აბა ახლა, ჩვენ ვართ პატრონები და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია.
რაღა უნდა დაემართოს, მოწამლულია ადამიანი.
მოწამლული იმისთვის ხომ არ არის, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან“,- აღნიშნა გიული ალასანიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა
1745309072
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? „ნაცების“ დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
„რადიო თავისუფლება“ ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები". უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდ...
1745307507
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო...
1745306127
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ლაგოდეხში - კაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა
ლაგოდეხში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე პოლ...
1745305432
ახალი ამბები„პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით...“ - უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ
სოფელ უდეში, 15 წლის თორნიკეს ოჯახი რამდენიმე საათია ეძებს. „ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე გავიდა სახლიდან. საფლავებიდან ჩამოვედით, ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა მარტო და მაშინ გაიპარა სახლიდან. აცვია ცი...
1745304717
ახალი ამბებისაქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...