მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის, რომელზე ხაზგასმაც გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განსაკუთრებით ღირებულია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის დამყარებაზე, რომელიც დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ქვეყნის მეთაურმა ასამბლეის ტრიბუნიდან, წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემის - ნდობის აღდგენის კონტექსტში, აფხაზ და ოს თანამოძმეებსაც მიმართა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა.
1790313037
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს
„ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს...
1790312594
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 25 სექტემბერს საქართველოში
25 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1790283160
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხე...
1790281607
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის...
1790280254
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ანიტა ო...



























