მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ და გვჭირდება მკურნალობის ეფექტიანობის მუდმივად განვითარება. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია
მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ცნობილი გახდებოდა, რომ მედიკამენტს აქვს ფატალური საფრთხე და ეფექტი არ აქვს?! - მგონია, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრ კითხვას მოხსნის საზოგადოებაში. ყველა ამ ნათქვამზე გვაქვს სრულიად უტყუარ წყაროზე, ავტორიტეტულ და ოფიციალურ (FDA, EMA, ბრიტანეთის, საფრანგეთის მარეგულირებლების ოფიციალური ვებგვერდები) წყაროზე დაყრდნობის შესაძლებლობა და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია მივაწოდო, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საკითხის ობიექტურად გარკვევისა და კითხვებზე პასუხების მიღების რეალური ინტერესი, შეუძლიათ სამინისტროში შეხვედრა, სადაც მათ პირადად გაეცემათ ამომწურავი პასუხები აღნიშნულ საკითხებზე. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება.
„შესწავლის პროცესი გრძელდება და რა დროსაც იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს.
ახლა მგონია ყველასთვის ნათელია, რომ თითოეულ ამ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება და ამას ვაკეთებთ, გვაქვს ექსპერტებთან და სხვა სახელმწიფო მარეგულირებლებთან კომუნიკაცია. სპეციალისტები საუბრობენ, რომ რეაბილიტაციის სერვისები მედიკამენტებზე არანაკლებად მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად, თუნდაც ერთი დღით გადაუვადდეს ბავშვს ეტლში ჩაჯდომა. ამ თემაზე მუშაობას, ბუნებრივია, მშობლების ერთ ნაწილთან განვაგრძობთ ახლაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველასთან შევძლებთ ამის გაკეთებას. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია. თუმცა, მათ ამ კარში შემოსვლამდეც, ბუნებრივია, სამინისტრო განაგრძობს მუშაობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1777472726
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში
მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას. როგორც მთავრო...
1777471932
საზოგადოებასტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა
2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაშ...
1777470736
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთება, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს...
1777470088
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ თვისებებით
ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერებ...
1777469330
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია
ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი. იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სტრუქტურულ...



























