"მინდელის" შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "საქნახშირის" კომისია, პირველად შედეგებს აქვეყნებს
ტყიბულში, „მინდელის“ შახტში, 30 იანვარს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი მეშახტე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, „საქნახშირის“ კომისიამ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც ნახშირმომპოვებელ კომპანიაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს შრომის ინსპექციაც და მუშაობს პოლიციაც, საბოლოო დასკვნა კი, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ამასთანავე, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს.
„საქნახშირმა“წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა, მოდიფიცირება განიცადოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველადი დასკვნის შედეგების თანახმად, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე და საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას. კერძოდ, სპეციალური კომისიის პირველადი დასკვნით, ადგილი ჰქონდა შემდეგ დარღვევებს:
ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას – უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).
კომისიის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ N8 ველში +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას (გამონამუშევარში ჰაერის უწყვეტი ნაკადის მიწოდების გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია). სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, რომელიც მითითებულია ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების პასპორტში. მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე ერთ პროცენტზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეტჩერმა აფეთქებაზე გასცა ნებართვა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დარღვევაა.
„საქმის დეტალების კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
შესაბამისი უწყებები და „საქნახშირის“ სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს გააკეთებენ.
მანამდე, ცნობილია შუალედური შედეგები და გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენთვის გახდა ცნობილი.
შუალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადგილზე დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.
სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მეთანის მაღალი კონცეტრაციის მიუხედავად, რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა.
ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება.
მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც „საქნახშირის“ მართვა ჩვენმა გუნდმა ჩაიბარა, ჩვენს მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სისტემების მაღალ დონეზე გამართვა წარმოადგენდა.
ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მძიმე შემთხვევებს.
შახტების განვითარების გეგმაც სწორედ უსაფრთხოებაზე გაძლიერებული აქცენტით ხორციელდება.
ტექნიკურად, შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ.
მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რაზეც „საქნახშირი“ აუცილებლად იმუშავებს.
ამ პროცესში კი, თითოეული თანამშრომლის ჩართულობა იქნება საჭირო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველანაირი რისკი, რამაც შეიძლება ჩვენი დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ.
წყარო: 1tv
სხვა სიახლეები:
🔳 სელფები მოპარულ ევროებთან - ბარში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს
🔳 პენიტენციური სამსახური ციხეებში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას უარყოფს
🔳 დევნილი ოჯახებისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო
🔳 ერთი დოლარი 2.92 ლარი გახდა, ევრო კი 3.33 ლარი - ლარი ასეთი მყარი 2020 წლის მარტში იყო
1790001733
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს
„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამე...
1790001310
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან
აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლს...
1789999884
საზოგადოებასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველო...
1789998953
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს
ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მიმართ აგორებულ ბულინგის კამპანიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა. „საქმე გვაქვ...
1789998018
საზოგადოებაგორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი აქვთ გახარიელებსაც. ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას
გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამ...


























