გიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან

აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემაზე საუბარი არის იმ საშიშროების წარმოჩენის წინაპირობა, რომ ვიღაცამ გარედან - საოკუპაციო ძალა იქნება აფხაზეთში, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა - წარმატებით გაილაშქრონ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს.

„დღეს საერთაშორისო მშვიდობის დღეა და, აგერ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, შერიგების საკითხებზე, ეს დღე ახალგაზრდების დაჯილდოებას მიუძღვნა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ძალიან ბევრ საერთაშორისო საკითხზე ახალგაზრდების მიერ მომზადებული გარკვეული ნამუშევრები განიხილეს. გაცილებით უფრო დიდია ახალგაზრდების ცნობიერება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.

როცა გაიძულებენ ამ თემაზე საუბარს, ეს არის იმ საშიშროების წარმოჩენის წინაპირობა, რომ ვიღაცამ გარედან, საოკუპაციო ძალა იქნება თუ ოსეთში არსებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა, წარმატებით გაილაშქრონ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს.

გარდა ამისა, აფხაზები ცხოვრობენ, აფხაზობენ, თავიანთ კულტურას არ კარგავენ. საქართველოში რამდენიმე ათასია ასეთი. საკმაოდ გავლენიანი ადამიანები. თუკი იქიდან ტაშფანდურით არ ხვდებიან ყველა ჩვენს წამოწყებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიკა გვარამია მართალია. ისიც იქიდან არის და ზუსტად იცის, დარწმუნებული ვარ, მანაც და სხვებმაც, რომ ეს ასე არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურობა ჩვენი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ნიშნებით იყო აღსავსე.

ის გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან. როგორ გადაწყდება ეს საკითხი საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არა თუ მნიშვნელოვანია, არამედ გარკვეულ გეგმასაც ექვემდებარება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რადიკალები ახალგაზრდებს უქმნიან ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე გახდება ხვალ-ზეგ ევროკავშირის წევრი და ამ წევრობით მოვიპოვებთ აფხაზებისა და ოსების განწყობას, რომ ევროკავშირის პასპორტი აიღონ.

„რა თქმა უნდა, ეს საოკუპაციო ძალებისთვისაც არის ძალიან სერიოზული არგუმენტი იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს პროპაგანდის მიმართულებით. მაგრამ მთავარი მაინც ასეთი აშკარა ტყუილის წარმოჩენაა, როგორც სწორი პოლიტიკისა. აშკარად იქით არის მიმართული, რომ არ დაკარგონ ახალგაზრდების გავლენა, რადგან მათ ზურგზე შემომხტარებს უნდათ ხელისუფლების სადავეები რევოლუციის გზით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789995353

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1789994004

ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა,...

პოლიციამ დმანისში

1789993251

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ.-ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1789992708

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალ...

გიორგი სოსიაშვილი

1789992587

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ეს არის „ნამოხვანჰესი 2“ - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ

„თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ“, - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმ...

დავით მათიკაშვილი