"ნამუსის ქეჯნით და სირცხვილის გრძნობით გადავაგორე ზაფხული...ჩუმად ვმეცადინებობდი და ვნატრობდი ოჯახის წევრებს არაფერი გაეგოთ" - სოციალური მედია

სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ეს მათთვის, ვისაც დაბალი ნიშნების წერა ,,ევასებათ":

...მე-7 - მე-8 კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთ მასწავლებელთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო, მან პირობა მომცა რომ 2-იანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა მთელი თავისი თანამდევი უსიამოვნო რიტუალებით...

კორიდორში, სადაც შემხვდებოდა მიმეორებდა :

"- მუზაშვილი, ამ ორიანს არ გამოგასწორებინებ":)))

მან ეს პირობა შეასრულა....

ეს იყო ჩემი პირველი შეხება სიტუაციასთან, როცა რაიმე "ცუდს" არა მარტო გპირდებიან, არამედ გისრულებენ კიდეც და თავს ზევით ძალა არ არის...

ზაფხულის დაწყების წინ, როცა ყველას არდადეგები უხარია, მე კუდამოძებული ვბრუნდებოდი სახლში და მეგონა რომ ვირზე უკუღმა შესასმელი ვიყავი....

უმძიმესი განცდებით, ნამუსის ქეჯნით და სირცხვილის გრძნობით გადავაგორე ზაფხული...ჩუმად ვმეცადინებობდი და ვნატრობდი ოჯახის წევრებს არაფერი გაეგოთ.

დადგა საშემოდგომოს გადაბარების დღეც...

წავედი...

შევდივარ ოთახში სადაც დირექტორი, სასწავლო ნაწილი და ეს ჩემი პატივცემული მასწავლებელი ზის და ვხედავ, რომ დედაჩემიც იქ არის ...

( დედა მაშინ სკოლებს ამოწმებდა, და აღმოჩნდა, რომ საგანგებოდ და ნიშნის მოგებით დაპატიჟეს რათა ეჩვენებინათ, რომ შვილი თავად ვერ გაზარდა და ვის რა უნდა ასწავლოს?)

მეგონა სამყარო თავზე დამემხო....

დავჯექი, თავი დავხარე და ველოდები ცა როდის ჩამოიქცევა ჩემს თავზე:)

დედაჩემი წამოდგა და იკითხა:

- ამიწიეთ ხელი, ვინ თვლით, რომ ეს ბავშვი უნიჭოა?

რა საკვირველია ხელი არავის აუწევია...

- ამიწიეთ ხელი ვინ თვლით, რომ უზრდელია?
-----------
- მითხარით კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც იტყვის, რომ იგი არ სწავლობს?
----------------
დედამ ჩაახველა და რიხიანად გამოაცხადა:

- ორიანი და საშემოდგომო შენ გეკუთვნის ჩემო ძვირფასო -----, იმისათვის რომ ბავშვისთვის, რომელიც ნიჭიერია და სწავლისუნარიანი, შენი საგანი სამიანზეც კი ვერ მოახერხე გესწავლებინა...

ახლაც მახსოვს, მაშინ როგორ ამოვისუნთქე....

ეს განცდა დღემდე მომყვება, და ყოველთვის, როცა ქარიშხალებთან ბრძოლით დაღლილს, სასოწარკვეთის ლანდი შემინიშნავს ჩემში, მაშინვე მახსენდება, რომ მე მარტო არ ვარ!!! ჩემი ყოველთვის სჯეროდათ:)

ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...

p.s. მაშინ როცა თქვენ, თქვენი შვილების გვერდზე ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება...", - წერს ხათუნა მუზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20%-ით გაიზრდება" - ღარიბაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793803413

ახალი ამბები

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები

1793802758

საზოგადოება

გიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა

„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...

გიორგი კახიანი

1793800742

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...

თემურ მღებრიშვილი

1793799182

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა

ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1793797671

ახალი ამბები

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და შესაბამის...

ბიზნესცენტრ „დელისის