"ნაცმოძრაობა სპეკულირებს დაღუპულებით - დაღუპულები, რომ არ ადარდებდათ, 2008 წელს დავინახეთ. რატომ უნდა დავიჯერო, რომ ახლა აწუხებთ?! - ყველას დაკრძალავენ სამხედრო პატივით და ყველა ოჯახს დაუდგებიან გვერდში, როგორც მანამდე ხდებოდა"

"ნაცმოძრაობა სპეკულირებს დაღუპულებით - დაღუპულები, რომ არ ადარდებდათ, 2008 წელს დავინახეთ.  რატომ უნდა დავიჯერო, რომ ახლა აწუხებთ?!",- ამის შესახებ თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ნაცმოძრაობა რომ სპეკულირებს დაღუპულებით, არ მიკვირს.

უფრო ზოგიერთი სერიოზული ადამიანის ("პოლიტიკის თადარიგში" მყოფნი, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლები და ა.შ.) პოსტი ან კომენტარი მაკვირვებს, ამათ აჟიოტაჟს რომ აყვებით ხოლმე.

ძალიან კარგად იცით სამძიმარსაც გამოხატავს ყველა, იმ ფორმით, რა ფორმასაც მოითხოვს ის გარემოება, რომ ჩვენ ომის სამხედრო ნაწილში არ ვართ ჩართულნი, მხოლოდ პოლიტიკურ, იურიდიულ და ჰუმანიტარულ ნაწილებში, გადმოსვენებისთვისაც ყველაფერი გაკეთდება (ყველა დაღუპულის გადმოსვენება აქამდე საელჩოს მიერ იქნა ორგანიზებული), ყველას დაკრძალავენ სამხედრო პატივით და ყველა ოჯახს დაუდგებიან გვერდში, როგორც მანამდე ხდებოდა.

თქვენ რა გაგიკეთებიათ?!

ღმერთმა ქნას დანარჩენები ცოცხლები დაბრუნდნენ.

იციან ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე მერამდენედ ერთი და იგივე სცენარით მოქმედებენ. იმათი მესმის, მაგრამ, ვიმეორებ, ზოგიერთის მიკვირს.

ნაცმოძრაობას დაღუპულები რომ არ ადარდებთ, 2008 წელს დავინახეთ.

რატომ უნდა დავიჯერო, რომ ახლა აწუხებთ?!

2008 წელს არცერთი გამოსვლისას, არცერთ ლიდერს (გუშინ შეგნებულად სააკაშვილის 12 აგვისტოს სიტყვა მოვისმინე) ერთი დაღუპული სამხედრო არ უხსენებიათ არც უშიშროების საბჭოებზე, არც ინტერვიუებში.

ახლაც არ გადარდებთ, მხოლოდ პოლიტიკურ სარგებელს ეძებთ.

პლუს სხვა მიზანი გაქვთ, აღარ განვავრცობ", - წერს სალუქვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "შავი ლენტები თუ გინდათ, სახლებში შეაბით საკუთარ ნაძვის ხეებს" - პასუხი ელენე ხოშტარიას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745330418

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7500 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7503 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1745328332

ახალი ამბები

იტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ...

იტალია

1745326921

ახალი ამბები

საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა. მთავრობის თავმ...

	საბერიოში გარდაცვლილი ბავშვები

1745325552

ახალი ამბები

2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა

საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით. 2...

ეკონომიკა გაიზარდა

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება