„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული გიორგი ხოჭავა: მინდა, რომ აღარასდროს აღარ დაბრუნდეს ის ფაშისტური რეჟიმი, რომელსაც უნდოდა ქართველი კაცის გენოციდი ამ ქვეყანაში

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
გიორგი ხოჭავა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს დიქტატორულ, ჯალათ, ავადმყოფ რეჟიმს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლებაში არასდროს არ უნდა დაბრუნდნენ, რადგანაც მათ ქართველი კაცის გენოციდი სურდათ.
„მე რაც გადავიტანე, ალბათ ცოცხალი ადამიანებიდან ძალიან ცოტა არის იმდენი, ვინც ის ყველაფერი გადაიტანა, რაც მოვყევი და მე ჯერ კიდევ, არ მომიყოლია ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ყველა წამება არის გადაღებული. ვიღაცა სიამოვნებას იღებდა ამით, შეუტანდნენ კაბინეტში და ანახებდნენ, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს. მათ უნდოდათ ქართველი კაცის გენოციდი. ასეთ ხალხს უნდა დღეს, მოვიდეს ხელისუფლებაში, მე როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე მზად ვარ, რომ კანონის წესების სრული დაცვით გავაკეთო ყველაფერი, რომ ისინი [ნაციონალური მოძრაობა] არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათ არ ჰქონდეთ არანაირი ძალაუფლება საქართველოში.
მე დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანის დაჭერას არ ვითხოვ, მე ჩემს პრეტენზიებს გამოვთქვამ ამ დიქტატორული, ავადმყოფი, ჯალათი რეჟიმის წინააღმდეგ. მე, უბრალოდ მინდა, რომ აღარასდროს აღარ დაბრუნდეს ის ფაშისტური რეჟიმი, რომელსაც უნდოდა ქართველი კაცის გენოციდი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
1747141228
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრე...
1747140908
ახალი ამბებიშსს-ს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევ...
1747140346
ახალი ამბებიროდემდე შენარჩუნდება საქართველოში წვიმიანი ამინდები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს...
1747138259
საზოგადოებაანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში
ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმ...
1747138202
საზოგადოებაანა წითლიძე: ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია
ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლ...