მამუკა მდინარაძე: ის დუმილი, რომელიც ამერიკის აშშ-ის მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ

 „ბრძოლაში ეს ვითომ „მეგობარი“, სინამდვილეში მტრული აქტი, არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად, თუ მტკიცებულებად, თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ასეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში ჯერ არასაჯაროდ, რაც მიმდინარეობდა, ახლა საჯაროდ, რაც გამოვიტანეთ საზოგადოების არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოების წინაშე, რომ აქ ფაქტორად ჩაგვეთვალა ეს აქტი, იმიტომ რომ მართლა ხავსია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის დუმილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მაგრამ თუ ამას ფაქტორად, აი თქვენ თუ ჩამოგყვებით ლოგიკაში და ფაქტორად მივიღებთ და გავითვალისწინებთ, მაშინ უარესი ხდება, „დიფ სთეითს“ ერთი მხრივ ებრძვის, თითქოს თუ არა თითქოს, ახალი ადმინისტრაცია - ეს შემდეგ დროში გამოჩნდება, კიდევ ერთხელ.

 

მეორე ფაქტორი, მეორე მხარე, რომ რაღაც აქტებს იღებენ, შეიძლება სისულელეა გასაგებია, შეიძლება დღის სინათლე არ ეღირსება ვიღაცამ ვთქვათ, ან არ ვთქვათ ის 100%-იანი არავინ არაფერი იცის, მაგრამ თუ იქნება მოქმედებაში მოყვანილი როდისმე, მაშინ რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება ხომ აქედან გამომდინარე ეს არ არის ფაქტორი დღეს, მაგრამ დანარჩენი შეგვიძლია დუმილი დავარქვათ, თუ ამას დუმილს არ არქმევთ და კრიტიკას არქმევთ, მით უმეტეს, პოზიციები ერთი ერთში ერთმანეთს ემთხვევა და თქვენ მეუბნებით, რომ პირიქით კრიტიკაა, მაშინ უარესია, უარესი გაურკვევლობაა.

 

რა უნდა იფიქროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ჩვენი ქვეყნის გარეთ, შიგნით, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც გათვითცნობიერდება, რომ როგორ, საქართველოს ხელისუფლება იყო ის გამონაკლისი მსოფლიო საზოგადოებას შორის, რომელიც წინასწარ ლაპარაკობდა თვეებით და წლებით ადრე იმას, რასაც დღეს ჩვენი ქვეყნის, ამერიკელების გადასახედიდან ვამბობ, მათი რაკურსიდან, ხელისუფლება ლაპარაკობს და ამ დროს, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ან აქცევენ ყურადღებას და ერთი რაც გააკეთეს, რაღაც აქტი შეიმუშავს რომელსაც ჯერ „მეგობარი“ დაარქვეს და ამის შემდეგ, თურმე ჩვენ გვჭირდება ჩინეთის და გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია შეიძლება რუსეთი ახსენო რაღაც კონტექსტში და კაი გავიგეთ, ეს რუსული ნარატივი ეგრეთ წოდებული, მაგრამ ჩინური გავლენებისგან გვათავისუფლებენ, თურმე, ახლა ჩვენი მეგობრები და წარმოუდგენელი ამბავია. ეს არის ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისათვის, მაგრამ როგორც მინიმუმ ის დუმილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

დღეს მისვამდნენ შეკითხვას თქვენი კოლეგები რატომ ხდებაო, რომ „დიფ სთეითი“ არ იცისო ხალხმაო, ოლიგარქიული გავლენები, რომელიც სამწუხაროდ ევროპასაც დიდი ხანია უკვე გადასწვდა ის არაფორმალური გავლენები, როდესაც ერთ შემთხვევაში დიდ ფულზეა ხოლმე საუბარი, არანორმალურად დიდ ფულზე, არანორმალურად დიდ აგენტურაზე, სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც რეალობისგან აცდენილ, აბსოლუტურად რეალობის საპირისპირო რაღაცებს ლაპარაკობენ და ებრძვიან ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ საზოგადოებას, მის ადათებს, მის წესებს, მის ტრადიციებს, მის მომავალს, მის განვითარებას და მაინცდამაინც ლიბერალური ე.წ. ფსევდოლიბერალური შეხედულებებით „გვასაზრდოებენ“ ხოლმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747153644

მსოფლიო

ნანა კაკაბაძე ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს - 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას

 „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს, რომელიც 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე მის დასწრებას...

ზოგადი

1747151213

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას

 „გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილ...

შალვა პაპუაშვილ

1747144786

ახალი ამბები

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს

საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მ...

საბავშვო ევროვიზი

1747143778

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე, ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში

[„მეგობარი აქტი“] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...

 მამუკა მდინარაძე

1747142729

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს

„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ...

მამუკა მდინარაძე