„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და: იმ ხელისუფლების მეთაურს [სააკაშვილს], რომელსაც საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, რატომ მე არ მომცეს იმის უფლება, რომ მეც მიმეტანა ჩემი ძმისთვის საკვები და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო?!

ღუდუშაური კლინიკაში ჰყავდათ 2-3 კვირა, ძალიან მძიმედ იყო. ხომ შემეძლო, რომ როგორც პატრონს იქ მაინც მიმეტანა საჭმელი, რაც შეიძლებოდა დიალიზზე მყოფი ავადმყოფისთვის ყოფილიყო, სადაც იწვა იმ პალატაში კორიდორში რომ გამევლო იმის შიშიც კი მქონდა, ბადრაგებით იყო სავსე. თუ ვინმე იცნობდა არ უნდა გამევლო იქ. გავლაც კი არ შემეძლო, რომ თუ კარები იქნებოდა ღია შორიდან დამენახა ჩემი ძმა, რომელ საჭმელზეა საუბარი, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის დამ, გიული ავალიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მეთაურს, მიხეილ სააკაშვილს დედა აწვდის საჭმელს რატომ მას არ მისცა სისხლიანმა რეჟიმმა იმის უფლება, რომ საკუთარი ძმისთვის საკვები მიეწოდებინა და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო.

„მინდა აღვნიშნო იმ ხელისუფლების მეთაურს, რომელსაც საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, როგორ მე არ შემეძლო, რატომ მე არ მომცეს იმის უფლება, რომ მეც მიმეტანა ჩემი ძმისთვის და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო?! არანაირად არ გვაძლევდნენ საკვების შეტანის უფლებას, მერეც კვირაში სამი დღე დაჰყავდათ ღუდუშაურში და მერე გაგუას კლინიკაში დიალიზზე იქაც არ შეგვეძლო, ახლოს მიკარების უფლება არ გვქონდა. ეზოში ვიდექით და უნდა დაგვენახა მანქანიდან რომ ჩამოიყვანდნენ, სიარული რომ არ შეეძლო ერთი სართულით ქვემოთ ლიფტით ჩაჰყავდათ. ვხედავდი, რომ ჩემი ძმა ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ შველა არ შემეძლო, ქალბატონო თეა და რატომ არ შემეძლო? ხომ იყო ქვეყანა, ხომ უნდა ყოფილიყო სამართალი?“, - განაცხადა გიული ავალიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749230522

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე