ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
მოსამართლის განცხადებით, ნიკა მელიამ მიზანმიმართულად არ გადაიხადა გირაო. მისივე თქმით, დღეისთვის გირაოს გადახდის ვადა ამოწურულია.
მანამდე, ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მან სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა.
ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
1748714976
საქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...
1748710793
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს
გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...
1748708135
საზოგადოებაპირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...
1748704744
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...
1748702647
ახალი ამბებიმაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...