ნინო წილოსანი: ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დისკუსიის ჩახშობა გახდა
„ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, პლენარულ სხდომაზე.
წილოსანის განცხადებით დებატების არსებობა ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის განსხვავებული პოზიციების ჯანსაღ ფორმატში მოსმენის შესაძლებლობა წაერთმიათ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც, უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს.
მედიასტანდარტად ლანძღვის შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. - დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალური ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციების მოსმენისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
1770112674
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი - ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული არასასურველი პოლიტიკური ოპონ...
1770112378
საზოგადოებანინო წილოსანი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ, უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილ...
1770111597
ახალი ამბებინინო წილოსანი: ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში არჩევანი განსხვავებული პოზიციების ანალიზის შედეგად გააკეთოს, ამიტომაც, ამ ვითარების გამოსწორებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა
ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს. ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწო...
1770110727
ახალი ამბებიდონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს, გიორგ...
1770109239
ახალი ამბებიკირცხალია შვედეთის Moderate Youth Party-ს: გარემოება, რომ თავისუფლების პრიზი გადაეცით მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში აქტია
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლე...




























