ნინო წილოსანი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ, უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღებინებდნენ მონაწილეობას. „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის პერიოდში პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ „შინაარსის განხილვაში შესვლა, „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა სასარგებლო“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მიერ დებატებში მონაწილეობაზე გაცხადებულ უართან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე საუბრისას.
წილოსანის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. მათი დავლებების მიმცემნი კი მათ სიტყვას გაატეხინებენ, როგორც ეს წარსულში უკვე არაერთხელ მოხდა.
„მეტიც - 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა, მათ წინააღმდეგ აგორებული ბულინგის კამპანიისა და ზეწოლის ფონზე, დისკუსიაზე უარი ათქმევინეს.ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან, სიმართლე სად არის, ისიც ზუსტად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად, პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის, ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს. უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურების ნაცვლად, უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
1775225824
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები
თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...
1775223709
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...
1775222969
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....
1775221646
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775220947
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...





























