ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ, რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია

სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად ყიდიდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდიდით წამლებს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი ფარმაცევტული კომპანიების და სააფთიაქო ქსელების მაღალ მარჟაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მოქალაქეებს მედიკამენტებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ.

წილოსანი ბიზნესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შესაძლოა, მათთვის კომპანიის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობა.

„რეფერენტული ფასების შემდგომ შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოწიეთ თქვენი მარჟა და ასევე წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ნორმალური მოგება და ამ პირობებში 60-30, თუ რა პროცენტიც აქვს, ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ, რომ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში.

ჩვენ გვესმის კითხვა, რომ თითქოს ეს კომისია რაღაცნაირად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდიდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ძალიან ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რამე არის, რაც გატორმუზებთ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ ფასად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და გადარჩენის წინაპირობა. ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის მისი არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობა. რა ეთიკით და რა სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ არის თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი“, - აღნიშნა წილოსანმა.

წილოსანი, ასევე, ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ არსებობს შესაძლო გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.

„მინდა, ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. ერთი ის, რომ რეფერენტულ ფასებამდე თქვენ იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია არცერთ მწარმოებელს, თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით და მეორე, მე მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი. ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან, ექიმები ნიშნავენ, თუ არა სპეციალურად იმ წამლებს, ამისთვის იღებენ, თუ არა კონკრეტულ შემოსავლებს, აქვთ, თუ არა ბონუსები, თქვენი წარმოებული წამლები, რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში“, - მიმართა ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774864618

სპორტი

ქართული დერბი NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა🏀

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და ანგარიშით 139:87 მოუგო. მამუკელაშვილის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაა. მატჩ...

სანდრო მამუკელაშვილი

1774863863

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი

მე არ მგონია, რომ ეს კარგი გამონაკლისი იყოს. კონკრეტიკაც შემიძლია, მაგალითად, „ომეპრაზოლის“ შემთხვევაში - ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტი, როდესაც საბაზრო ღირებულება ბრენდულის შემთხვევაში არის 15-2...

 დიმიტრი ხუნდაძე

1774862277

საზოგადოება

დავით გაბაიძე გადადგა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ბრიფინგზე პირადი სურვილი დაასახელა. გაბაიძემ განაცხადა, რომ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და მადლობა უთხრ...

დავით გაბაიძე გადადგა

1774861011

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამი...

პროკურატურა

1774860436

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალ...

პროკურატურა