„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად

ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ საკმაოდ მყარ პოზიციებს ბაზრებზე, - ამის შესახებ, კომპანია „ბიოფარმის“ წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება.

„ბიოფარმის“ წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დაფინანსება წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად უკვე განხორციელებულია რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით. ამასთან, კომპანიის წარმოება დაბალ ფასზეა ორიენტირებული, რაც მისი კონკურენტული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება - რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უკვე საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად. ჩვენი წარმოება ორიენტირებულია დაბალ ფასზე, რაც ჩვენი ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ საკმაოდ მყარ პოზიციებს ბაზრებზე. იმედი გვაქვს, სერტიფიკატის მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, შევძლებთ კონკურენციის გაწევას ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი კომპანიების უმეტესობასთან და შევთავაზებთ შესაბამის, კონკურენტულ ფასებს.
რაც შეეხება ფასებს, 2020 წლიდან ჩვენი პროდუქციის ფასები არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულება. საინექციო ხსნარების ძირითადი მწარმოებელი ყოველთვის ჩვენ ვიყავით.
კონკურენტუნარიანობა უკვე გვაქვს იმ იმპორტიორებთან შედარებით, რომელთაც ვეჯიბრებით სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზეც კონკურენტუნარიანები ვიქნებით. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ მაქსიმალურად დაბალი ფასი, რათა წარმოების მოცულობები გავზარდოთ. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ პროცესში მრავალმილიონიანი ინვესტიციების აუცილებლობაა.

როდესაც საქართველოს ბაზარზე ვოპერირებდით, წლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის პროდუქციას ვყიდდით. მოგვიანებით ეს მოცულობა სხვა ბაზრებით ჩავანაცვლეთ. სამწუხაროდ, წარმოების შესაძლებლობები ამ ეტაპზე შეზღუდულია, თუმცა მოდერნიზაციის შემდეგ მოცულობების ზრდა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩვენ ვაწარმოებთ ჯენერიკულ პრეპარატებს. როგორც აღინიშნა, ჯენერიკულ პრეპარატებზე ფასნამატი ძალიან დაბალია, რის გამოც კომპანიის განვითარებისა და მოდერნიზაციის დაფინანსება მხოლოდ საკუთარი რესურსებით უკვე რთულია. შესაბამისად, აუცილებელია კომპანიის დაკრედიტება და ფინანსური ვალდებულებების ოპტიმიზაცია, რადგან მწარმოებელი სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს განვითარება“, - განაცხადა „ბიოფარმის“ წარმომადგენელმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774870971

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა

დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღ...

მარიამ ლაშხი

1774870939

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამ...

პრემიერ-მინისტრი

1774868566

საზოგადოება

ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება,...

ილია ინჯია

1774867774

საზოგადოება

სემეკმა დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. გადაწყვეტილება კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კერ...

შუქი

1774867256

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: თითოეული ეს კანონი ორიენტირებულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი ერთი მხრივ გამჭვირვალობა, მეორე მხრივ კი სახელმწიფო სუვერენიტეტი იყოს დაცული

იურიდიულმა კომიტეტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. პროექტით, გარე ძალების გამოვლენისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანად აღრიცხვისა და...

თორნიკე ჭეიშვილი