ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს უცხოურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებით მიმართა.

ინჯიამ „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს, რომელიც „პე-ეს-პე“ ჯგუფის ქოლგის ქვეშ მყოფი კომპანიაა, ჰკითხა უცხოურ ბაზარზე ოპერირებას ხომ არ აპირებენ სწორედ იმ მოგებით, რომელიც ქართულ ბაზარზე მედიკამენტების რეალიზაციით მიიღეს.

„რამით უკმაყოფილო ხართ საქართველოს ბაზარზე მუშაობით? ისე აღნიშნავთ 2023-2024 წლის მოგებას, თქვენ რომ ეს ქვეყნები ჩამოთვალეთ, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, საქართველოში მიღებული მოგებით აფინანსებთ ხომ, ალბათ, იმ ქვეყნებში შესვლას? იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება? ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? თუ კრედიტს იღებთ იმ ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში, რომელშიც შედიხართ ოპერირებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაც კვლევა ჩაატარეთ. რომელი კვლევის მიხედვითაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ ბაზარზე შეხვიდეთ და ეს თქვენთვის საინტერესო არის. რა რეგულაციები არის იქ და რა იყო მოტივაცია, რომ ახალი ბაზრები აგეთვისებინათ და იქაური ფასები რამდენად განსხვავდება საქართველოში არსებული ფასებისგან?“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

„ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრით კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას, რომელიც მისი არსებობისთვის საკმარისი იქნება.

„მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ მუშაობით კომპანია დაიხურება, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას“, - განაცხადა „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენელმა.

ილია ინჯიას განცხადებით, იმ ნარატივით საუბარი, რომ კომპანია წაგებაზე მიდის და მისთვის წინა წლები რთული იყო, არ არის მართებული.

„სანამ სხვა ქვეყნებში ოპერირებას გააგრძელებდით, მანამდე საქართველოს ბაზარზე იყავით მხოლოდ. ხომ არ დაშლილა კომპანია, ხომ არ დაკეტილა?! ისეთი ნარატივით საუბარი, რომ თითქოს უკმაყოფილო ხართ რაღაცით, ეს არ არის სწორი მიდგომა“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი