ნინო წილოსანი: თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს

თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოში „ანაკლიის საქმეზე“ ხაზარაძე-ჯაფარიძის წაგებულ დავასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კარგად დაინახა საზოგადოებამ თუ რამხელა ზიანი მიაყენეს ქვეყანას ჯაფარიძე-ხაზარაძემ.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს. მაგრამ ის განცხადებები, რომელიც საარბიტრაჟო პროცედურის წაგებასთან დაკავშირებით კეთდებოდა „ლელოს“ წარმომადგენლების მხრიდან გაცილებით უფრო მეტის თქმის საშუალებას გვაძლევს ამ პროცესზე, ვიდრე შეიძლება ეს წაგებული საარბიტრაჟო პროცესი. ე.ი. ისინი ამბობენ, რომ თურმე მამუკას და ბადრის კი არ უჩივლიათ ამ პროცესში, არამედ მათ პარტნიორს. რას გვეუბნება თავის მართლების ეს მცდელობა?!- გვეუბნება იმას რომ იმდენად ზუსტად იციან, რომ მტყუანი არიან საქართველო სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ არც კი გარისკეს და არც კი სცადეს საარბიტრაჟო სასამართლოში გაესაჩივრებინათ. ის ფაქტი, რომ მათმა პარტნიორმა ეს ყველაფერი გააკეთა და წააგო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავად საქმე არის იმდენად თეთრზე შავი, რომ წარმოუდგენელია, რომ რომელიმე სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა რამხელა ზიანი მოუტანეს ქვეყანას და სახელმწიფოს ამ უდიდესი პროექტის ჩაგდებით, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი „პასუხისმგებლობიანი“ ლიდერები ჰყავს „ლელოს“ და ვის უნდა ენდონ ადამიანები, მათ ამომრჩეველს ვგულისხმობ. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეწყო სახელმწიფოს. კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა ამგვარი ჩანაწერი ეს ყველაფერი უნდა მომსახურებოდა იმას, რომ მათ გაადვილებოდათ ინვესტიციის მოპოვება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, თაღლითობის პიკია, როდესაც ანაკლიის პროექტის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით ვინმე იტყვის, რომ სახელმწიფოს რაიმე ბრალი მიუძღვის .

ცნბისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის პორტის საქმეზე“ დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო